EST.MMXXVI
LECTORIVMSODALITAS SELECTAArgumentum, non auctoritas.
← ლექტორიუმის მონაწილეები
ბადრი ბელქანია

ბადრი ბელქანია

საერთაშორისო პოლიტიკისა და კონფლიქტების მკვლევარი

განათლება

  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი (რეგიონალური მიმართულება: ახლო აღმოსავლეთი).
  • კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის, ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებული.
  • გლაზგოს უნივერსიტეტი (მასპინძელი უნივერსიტეტი).
  • დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტი და ჩარლზის უნივერსიტეტი: საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კონფლიქტების სამაგისტრო პროგრამა.
  • სან დიეგოს უნივერსიტეტის კონფლიქტების კვლევისა და მედიაციის პროგრამის კურსდამთავრებული.

აკადემიური ინტერესები

  • კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხები, რეგიონალური პოლიტიკა, კავკასიის კვლევები, პოსტ-საბჭოთა კვლევები, რუსეთის საგარეო პოლიტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები ომებში.

გამოცდილება

  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) მუშაობდა პოლიტიკურ ანალიტიკოსად ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესწავლის მიმართულებით.
  • იყო სამენოვანი ანალიტიკური პლატფორმის ქართულ-აფხაზური კონტექსტის რედაქტორი.
  • მონაწილეობა მიღებული აქვს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშემწყობ არაერთ პროგრამაში, როგორც დისკუსიის წევრად, ასევე ფასილიტატორად.
  • არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე სპეციალიზებული საგანმანათლებლო კომპანიის Betellgaze-ის თანადამფუძნებელი.
  • მოწვეული ლექტორია ორ უნივერსიტეტში: კავკასიის უნივერსიტეტში ასწავლის კურსს „შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში“, ხოლო ევროპის უნივერსიტეტში — კურსს „საქართველოს კონფლიქტების ისტორია და ანალიზი“.

ბმულები