EST.MMXXVI
LECTORIVMSODALITAS SELECTAArgumentum, non auctoritas.

საწევრო კლუბი · თბილისი

დისკუსიის სივრცე, ექსპერტული მოსაზრებები, აკადემიური მსჯელობა, იდეების გაცვლა, კვლევა და გამოცდილების გაზიარება - ანალიზიდან საჯარო მსჯელობამდე, საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ.

01 / ჩვენ შესახებ

ცოდნაზე დაფუძნებული განვითარებისთვის

ლექტორიუმი აკადემიური და საექსპერტო სადისკუსიო სივრცეა, სადაც კლუბის წევრები, მოწვეული სტუმრები და მკვლევარები ფიზიკურ სივრცეში ცვლიან მოსაზრებებს, წარმოადგენენ კვლევებსა და მიგნებებს, მსჯელობენ აქტუალურ თემებზე და მონაწილეობენ საჯარო დისკუსიის ფორმირებაში.

კლუბი ფუნქციონირებს როგორც Think Tank-ი და საქმიანობისას იცავს Chatham House-ის წესებს.

02 / კალენდარი

უახლოესი ღონისძიებები

სრული კალენდარი →

03 / ღონისძიებები

ჩატარებული ღონისძიებები

ყველა ღონისძიება →
01

ლექტორიუმის მეხუთე შეხვედრა: ამერიკა–ირანის ომი და მისი გავლენა საქართველოზე

ლექტორიუმის მეხუთე შეხვედრა ამერიკა–ირანის ომს, ირანის პოლიტიკური სისტემის მდგრადობას, კონფლიქტის სამხედრო და დიპლომატიურ პერსპექტივებსა და საქართველოსთვის მოსალოდნელ შედეგებს მიეძღვნა.

ანგარიში და ფოტოები →
02

ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრა: საქართველო და აზერბაიჯანი — სტრატეგიული პარტნიორობა შეცვლილ სამხრეთ კავკასიაში

ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობას მიეძღვნა. დისკუსიის უშუალო საბაბი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრი განცხადება და ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის ტაძრის გარშემო განახლებული დავა გახდა. თუმცა საუბარი მალე გასცდა ერთ დიპლომატიურ ეპიზოდს. მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეცვალა ყარაბაღის მეორე ომმა სამხრეთ კავკასიაში ძალთა თანაფარდობა, როგორ იყენებს სახელმწიფო ისტორიულ და რელიგიურ ნარატივებს პოლიტიკური გავლენის გასამყარებლად და რა უნდა გააკეთოს საქართველომ, როდესაც მისი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში უფრო ძლიერი და თავდაჯერებული მოთამაშე ხდება.

ანგარიში და ფოტოები →
03

ლექტორიუმის მესამე შეხვედრა: საქართველოს მსხვილი პროექტების ბედი — ხუდონიდან იგლ-ჰილსამდე

ლექტორიუმის მესამე შეხვედრა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ბედს მიეძღვნა. მონაწილეებმა იმსჯელეს, რატომ აწყდება დიდი პროექტები ძლიერ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას და როგორ შეიძლება განვითარების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეთანხმება.

ანგარიში და ფოტოები →

04 / პუბლიკაციები

კვლევა და ანალიზი

ყველა პუბლიკაცია →
01

ანალიზი

ალბანური ნარატივი და ქართული კულტურული მემკვიდრეობა: იდენტობის პოლიტიკა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში

ავტორი: გიორგი კობერიძე

სტატია იკვლევს აზერბაიჯანში ალბანური ისტორიული ნარატივის ჩამოყალიბებას, მის პოლიტიკურ ფუნქციას და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს.

სრულად წაკითხვა →
02

ანალიზი

საქართველოს ენერგოსექტორი: პოტენციალი, დამოკიდებულება და დიდი პროექტების ბედი

ავტორი: გიორგი აბრამიშვილი

ლექტორიუმის მესამე შეხვედრის მოხსენების მიხედვით

სრულად წაკითხვა →
03

ანალიზი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მთავარი პოლიტიკური პროცესები

ავტორი: ზურაბ (ზურა) წურწუმია

მზარდი რუსული გავლენის ფონზე ადგილობრივი აფხაზური პოლიტიკური დაპირისპირებები და კონკურენცია რეგიონის შიდა პოლიტიკის კომპლექსურობაზე მეტყველებს. ეს პროცესები ზოგჯერ კრემლისადმი გარკვეულ დაუმორჩილებლობაშიც გამოიხატება. რეგიონში ბოლო ორი წლის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იძლევა იმის ნიშნებს, რომ ადგილზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს. ეს პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლილებითა და რუსეთის ახალი, უფრო ეფექტური, მოქნილი პოლიტიკით გამოიხატება.

სრულად წაკითხვა →

05 / მულტიმედია

საქართველო 3.0

YouTube არხი ↗
▶

YouTube არხი

საქართველო 3.0

06 / ეტიკეტი

ლექტორიუმის კულტურა

კლუბის ეტიკეტი გამოხატავს იმ კულტურას, რომელსაც თითოეული წევრი საკუთარი ქცევით ქმნის და იცავს.

ეტიკეტის სრულად ნახვა